აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისტორიულ უბანში ცხოვრება საშიშია – ადგილზე, სადაც რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, ამბობენ, რომ მოსახლეობამ სარემონტო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით არაერთხელ ჩაატარა, თუმცა შენობის სიძველისა და ავარიულობის გამო ნაგებება ისევ დაბზარულია.
“ავარიულია სახლი და გასახლებაზე არის ლაპარაკიო. ამ შენობაში ვცხოვრობ ამ უბანში პრინციპში ყველა სახლში ბზარები აქვს”, – ამბობს ადგილობრივი.
რაც შეეხება შემთხვევას, მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლის კედელი გუშინ გვიან ღამით ჩამოინგრა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობაში მცხოვრები ოჯახი სასტუმროში გუშინ ღამესვე გადაიყვანეს.
“არავინ არ დაშავებულა. სულ ავარიული არ არის ეს სახლები? წყალზე დგას ყველაფერი”, – ამბობს აბაშიძს ქუჩის მკვიდრი.
“გააკეთეს და გაარემონტეს, მაგრამ მაინც ინგრევა. ეს ქუჩა არის ძველის ძველი და ყველა დასანგრევია. ღამე მოვიდნენ მერე და ეს შემოღობეს და დაკეტეს. 12 საათის შემდეგ არის დანგრეული ეგ და მანამდე მერიას გაუყვანიათ ვინც ცხოვრობდა. მერე შემოღობეს და შემოღობისგან დაინგრა”, – აცხადებს ადგილობრივი.
