Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, წინასწარი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით არის გამოწვეული” – მთაწმინდის რაიონის გამგეობა

April 8, 2026
“აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, წინასწარი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით არის გამოწვეული” – მთაწმინდის რაიონის გამგეობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებით, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, წინასწარი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით არის გამოწვეული.

„მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი. კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი. აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები დაიწყო განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება“, – ნათქვამია მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებაში.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადების თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე დროულად იქნა გაყვანილი შენობიდან და დაბინავებული სასტუმროში. გამგეობის ცნობით, მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს.

„დღეს დილით, საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ“, – ნათქვამია მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კომუნიკაციების კომისიამ “იმედი”, “პოსტვ”, “TV პირველი” და “ფორმულა” წერილობით გააფრთხილა
  • “პორტს 2020 წელს პირველი გემები უნდა მიეღო, 2026 წელია და ის ისევ გავერანებულია – კობახიძე ციფრებით ჟონგლიორობით ცდილობს მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს” – ირაკლი კუპრაძე
  • “უახლოეს დღეებში ანაკლიის პორტის უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება” – მარიამ ქვრივიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge