Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრებს ბრალი წარედგინათ

April 8, 2026
ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრებს ბრალი წარედგინათ

ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრებს ბრალი წარედგინათ – საქართველოს პროკურატურის ინფრომაციით, 50 პირს ბრალდება “კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატური კავშირი ჰქონდათ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, საკუთარი კრიმინალური გავლენის, მატერიალური სარგებლის მიღების, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მხარეებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა 44 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ერთ-ერთი ბრალდებული ქალის მიმართ კი, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს” – შსს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
  • ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
  • როგორი ამინდი იქნება 14 აპრილამდე – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge