4 აპრილს სინოდის სხდომას, 13 წლიანი წყვეტის შემდეგ, მიტროპოლიტი აბრაამი დაესწრება, – ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და უპირატესი მღვდელმთავარი, (ილია მეორესგან მინიჭებული აქვს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლება) დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 24 აპრილს სინოდის სხდომას დაესწრება, სადაც 3 კანდიდატის გამორჩევაა დაანონსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი აბრაამი თავისი კანდიდატურის დაყენებას არ განიხილავს, თუმცა საგულისხმოა რომ მისი წარდგინებით და შეთავაზებით სხვადასხვა წლებში სინოდს 6 მღვდელმთავარი ყავს გამორჩეული, – წერია ინფორმაციაში.
