Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

April 7, 2026
“მე აუცილებლად ავმოქმედდები”- ტრამპმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა

ბუდაპეშტში ორბანის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ესწრებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სატელეფონო ჩართვის საშუალებით გამოუცხადა მხარდაჭერა.

დონალდ ტრამპს ჯეი დი ვენსმა დაურეკა და მისი განცხადება ორბანის მხარდამჭერებს მოასმენინა.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დაახლოებით ხუთი ათასი უნგრელი პატრიოტი გისმენთ და ვფიქრობ, მათ თქვენ ვიქტორ ორბანზე მეტადაც კი უყვარხართ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერს შესანიშნავი ადამიანი უწოდა, განაცხადა, რომ მისი დიდი გულშემატკივარია. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის ორბანის გვერდითაა.

„მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, შემიძლია, გითხრათ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ის თავის საქმეს აკეთებს. გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, რომ თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ, თქვენს ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიანთი ქვეყნები გაანადგურეს. მან თქვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, უნგრელი ხალხი ქვეყანაში დატოვა და შესანიშნავი საქმე გააკეთა.  მინდა, გითხრათ, რომ ის ძალიან მომწონს. რომ არ ვფიქრობდე, კარგად მუშაობს, ასეთ ზარს არ განვახორციელებდი. როგორც ჩანს, დიდი შეკრებაა და ეს ისეთი ხალხია, როგორიც მე მომწონს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ჩართვის დროს.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, სწორედ ვიქტორ ორბანის დამსახურებაა, რომ უნგრელ ხალხს არ აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებმაც სხვებს მათ ტერიტორიაზე შეჭრის უფლება მისცეს.

„თქვენ არ გაქვთ ის პრობლემები, რაც ამდენ სხვა ქვეყანას აქვს, რადგან დაუშვეს მათი ქვეყნების დაპყრობა. ეს პრობლემა სწორედ ვიქტორ ორბანის გამო არ გაქვთ, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც პრობლემა არ გაქვთ. მასზე დიდი ზეწოლა იყო და სხვა ქვეყნებმა დიდი შეცდომები დაუშვეს. ასე რომ, გისურვებთ დიდ წარმატებას და ყველანი მიყვარხართ“, – განაცხადა ტრამპმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კობახიძე არარაობაა” – შალვა ნათელაშვილი
  • საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • 24 აპრილს სინოდის სხდომას, 13 – წლიანი წყვეტის შემდეგ, მიტროპოლიტი აბრაამი დაესწრება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge