Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვრჩები პატრიარქის ერთგული და მისი სიტყვის შემსრულებელი უპირობოდ”- მეუფე საბა გიგიბერია

April 7, 2026
“ვრჩები პატრიარქის ერთგული და მისი სიტყვის შემსრულებელი უპირობოდ”- მეუფე საბა გიგიბერია

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ქადაგებისას თქვა, რომ რჩება კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვის უპირობო შემსრულებლად და მისთვის, “პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდერძი, ის რაც ეხება მეუფე შიოს.”

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საკუთარი მოსაზრების შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ აირჩია პატრიარქმა შიო მოსაყდრედ.

მისი თქმით, არის ისეთი დეტალები, რომელიც ბევრმა არ იცის და არც უნდა იცოდეს.

“ბევრჯერ მითქვამს თქვენთანაც და სხვაგანაც, ოცდათექვსმეტი წელი მომიწია პატრიარქთან ერთად ეკლესიის წიაღში ყოფნა და პრაქტიკულად მის გვერდით. მითქვამს და ყველამ იცის, ალბათ, რომ არასდროს მე პირადად ეჭვქვეშ არ დამიყენებია პატრიარქის არცერთი სიტყვა, არცერთი მოსაზრება, არცერთი ლოცვა კურთხევა.

არასდროს არ განმიკითხავს, ერთადერთი ადამიანი, ვინც არასდროს არ განმიკითხავს ესაა პატრიარქი და დღესაც, ვრჩები მისი ერთგული და მისი სიტყვის შემსრულებელი უპირობოდ. ესეც კი ითქვა, რომ პატრიარქს, კონკრეტულად რაღაც არ უთქვამს, ეს არ დაუბარებია, ის არ უნდოდა და ასე შემდეგ. 

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მომავალ პატრიარქთან არის დაკავშირებული. ალბათ, ძნელი არ იქნება მისახვედრად, მე პირადად რას ვფიქრობ და რას ვიტყვი და რას გავაკეთებ. ჩემთვის პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდერძი, ის რაც ეხება მეუფე შიოს. არის ისეთი დეტალები, რომელიც ბევრმა არ იცის და ბევრმა იცის, მაგრამ არ უნდა იცოდეს. 

მე გეტყვით თქვენ, რასაც გეტყვით, თუ ეს არ ნიშნავს პატრიარქის სურვილს ჩვენი ხალხი ჭკვიანია და მიხვდება ამ ყველაფერს. 

ვიდრე პატრიარქი აირჩევდა მოსაყდრედ მეუფე შიოს, ცხრა წლის წინ, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, მითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ადამიანმა, სახელს და გვარს არ ვიტყვი, რომ ის პატრიარქმა დაიბარა და უჩვეულო რამ დაავალა, წადიო გურიაშიო და გამოიკვლიეო მუჯირის გვარი, როგორი ხალხია, როგორი წარსული აქვთ და ყველაფერი მათ შესახებ.  

ეს ადამიანი ამბობს, რომ ვერაფრით მივხვდი, რატომ მეკითხებოდა ამას, მაგრამ პატრიარქის კურთხევა შეასრულა, წავიდა გურიაში, გაიგო ამ ხალხზე ძალიან კარგი, კეთილი, მორწმუნე და ეკლესიური ადამიანები არიან. როდესაც გააცხადა პატრიარქმა მისი სურვილი მეუფე შიოს, რომელიც არის მუჯირი გვარად, დადგინება მოსაყდრედ, მერე მიხვდა ეს ადამიანი თუ რატომ სთხოვა პატრიარქმა. ეს არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება, ამას დიდი ხანი ფიქრობდა. 

მეორე, ვიდრე ამას გაამჟღავნებდა პატრიარქი, ერთ მშვენიერ დღეს, იყო რა სასულიერო პირებთან ერთად უცებ თქვა, რომ მოდი წავიდეთ სიონშიო, პატრიარქებს უნდა ველაპარაკოო. როდესაც მივიდნენ, უთხრა მათ, რომ თქვენ გარეთ დაიცადეთ, მე მარტო დამტოვეთ ტაძარში, უნდა ვილოცო, პატრიარქებს ველაპარაკოვო. ჩვენ არ ვიცით რა ელაპარაკა, მაგრამ რას თხოვდა ცხადია. ერთი საათის შემდგომ გამოვიდა პატრიარქი ტაძრიდან და ახლა სვეტიცხოველში წავიდეთ, მეფეებს უნდა ველაპარაკოვო.

ასევე წავიდა, მარტო დარჩა ტაძარში და იქ დიდხანს ილოცა, შემდგომ დაბრუნდა საპატრიარქოში, მამა დავითს უთხრა კალამი და ფურცელი მომიტანე, რაღაც უნდა დავწეროო. ანუ, პატრიარქმა ის, რაც დაწერა თავისი ხელით და რაც მერე ყველამ ვიხილეთ, ეს იყო ბრძანება, რომლის დაბეჭდვა არავის არ დაავალ იმიტომ, რომ იცოდა იქნებოდა უმარავი შეკითხვა და წინააღმდეგობაც კი, შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა მცდელობა, იქნებ გადაიფიქროს და ეს არ იყოს ასე. პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტაძრის მოსაყდრედ.

… ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო და ასე ვფიქრობ, რომ ის შედარებას აკეთებდა თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან.

ჯერ ერთი, კი არავის არ ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს… აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა, მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება” – თქვა მეუფე საბამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • 8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “იყო მუქარა”- რას აცხადებს რომის პაპი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge