Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამერიკის შესაძლო სამხედრო ნაბიჯები ირანის წინააღმდეგ შეიძლება ფართომასშტაბიან და გრძელვადიან რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს“ – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან”

April 7, 2026
“ამერიკის შესაძლო სამხედრო ნაბიჯები ირანის წინააღმდეგ შეიძლება ფართომასშტაბიან და გრძელვადიან რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს“ – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან”

“ამერიკის შესაძლო სამხედრო ნაბიჯები ირანის წინააღმდეგ შეიძლება ფართომასშტაბიან, გრძელვადიან რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს“ — ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილმა ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი – მისი თქმით, ეს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდნეტის მუქარაა და ირანის დაშინებას ემსახურება.

“ეს არ არის კარგი განცხადება ტრამპის მხრიდან, იმიტომ რომ ცივილიზაციას ვერ გაანადგურებს მაგრამ სერიოზული ზიანი შესაძლოა მიაყენოს ირანს. ირანიც უპასუხებს და შესაძლოა ხანგრძლივ რეგიონულ ომში გადაიზარდოს. შეიძლება ირანმა ერაყი ჩაითრიოს, სადაც შიიტები ცხოვრობენ, იგივე სირიაში შეიძლება მოხდეს გამოსვლები, იგივე ლიბანში, იემენში, სადაც ცხოვრობენ და მოქმედებენ შიიტები, რომლებიც ირანს ემორჩილებიან.

ასე რომ ეს არ არის კარგი იდეა ტრამპის მხრიდან. ირანის რეჟიმი საშინელებაა ნამდვილად და ეწინააღმდეგება კაცობრიობის ინტერესებს. რეჟიმი თავის ხალხს ანადგურებს პირველ რიგში, საშინელი რამ ჩაიდინა თავის დროზე, რამდენიმე თვის უკან მაგრამ ამ ფორმით რასაც ტრამპი აპირებს რეჟიმს ვერ ჩამოშლის, პირიქით გააძლიერებს. ირანში თუ არსებობს ჩანასახის დონეზე ჯერ კიდევ რეფორმატორული პოლიტიკური ძალები, განსხვავებული მოსაზრებები ყველაფერი განადგურდება, რეჟიმი გაანადგურებს მათ და ირანში იქნება უსასტიკესი რელიგიური რეჟიმი. ის კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც არ იქნება კარგი არავისთვის, ამიტომ მე იმის იმედი მაქვს რომ ტრამპი თავის მუქარას არ შეასრულებს განადგურების მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ამერიკას საკმარისი იარაღი აქვს, რათა მართლაც აღგავოს პირისაგან მიწისა ირანი, მაგრამ მას არ შეუძლია დაიმორჩილოს რეჟიმი. პარადოქსულია: განადგურება შეუძლია, მაგრამ დამორჩილება არ შეუძლია; განადგურება შეუძლია და ცვლილებები არ შეუძლია. მას არ შეუძლია შეცვალოს რეჟიმი, მაგრამ განადგურება შეუძლია. იმედია, განადგურებაზე არ წავა და მაინც მიხვდება, რომ ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, რომელიც ამერიკას შედარებით ნაკლებად დააზიანებს, რადგან შორსაა, მაგრამ რეგიონში, არაბულ სამყაროში, ეს გამოიწვევს სერიოზულ, გრძელვადიან, სისხლისმღვრელ ომს.

მე მგონია, რომ ეს მხოლოდ მისი მუქარაა და ირანის დაშინებას ემსახურება. შესაძლოა, გარკვეული სამხედრო მოქმედებები განხორციელდეს, მაგალითად, შეჭრა ჰორმუზის სრუტის გარშემო მდებარე კუნძულებზე, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს, რადგან ეს ხანგრძლივ ომში გადაიზრდება. ჩემი აზრით, ეს განცხადება არ არის ირანის სრულ განადგურებაზე მიმართული – უფრო მეტად სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას გულისხმობს და არა მოსახლეობის განადგურებას.” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “მეტრონომთან”.

კითხვაზე თუ რა გავლენა ექნება კონფლიქტს ჩვენს ქვეყანაზე – პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ყველაზე რთული, რაც შეიძლება იყოს, არის ლტოლვილთა გარკვეული ტალღა.

“ჯერ მასშტაბები უნდა ვნახოთ. საქართველოსთვის ყველაზე რთული, რაც შეიძლება იყოს, არის ლტოლვილთა გარკვეული ტალღა. თუმცა, ჩვენ ირანთან პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს, ამიტომ პირველი ტალღა ჩვენ არ შეგვეხება. ეს, პირველ რიგში, დაარტყამს ერაყს, რადგან კულტურულად და რელიგიურად ახლოა ირანთან; ალბათ, მეორე რიგში — აზერბაიჯანს და მესამე რიგში – სომხეთს. გარკვეული რაოდენობა თურქეთის მიმართულებითაც წავა” – აღნიშნა მან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ფინანსური დავები ქვეყანაში ქურდული გარჩევებით წყდებოდა – დაკავებულია კანონიერი ქურდის დაჯგუფება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge