Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრები

April 7, 2026
დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, “ტურიკელას” დაჯგუფების წევრები

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებული არიან ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის (ტურიკელას) დაჯგუფების წევრები.

როგორც როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირები ე.წ. “ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და ე.წ. “ქურდული გადაწყვეტილებები“ გამოჰქონდათ.

გამოძიების თანახმად, დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ორგანიზებულ დანაშაულთან – განსაკუთრებით ე.წ. ”ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცავების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ არ გვაქვს გამოსაცხადებელი“ – აშშ-ის საელჩო
  • დედამიწა მთვარის ჰორიზონტზე – NASA ახალ ფოტოს აქვეყნებს
  • ერთი ნათელი დღე , შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge