მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დაკავებულია. ინფორმაცია რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის ქოდექსის 126- ე მუხლითიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. გუშინ, 6 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის ძმამ თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად მარნეულში მოქალაქეს სცემა.
“მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან.
მათ, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ. ერთ ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა დღეს ერთ-ერთი მათგანი სასტიკად არის ნაცემი.
ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაქსის მძღოლმა მომაწოდა დღეს გამთენისას, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი შეტყობინება სპამში მოხვდა და დროულად არ მინახია. ცოტახნის წინ დამიკავშირდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც პოლიციაში სურდა საჩივრის შეტანა და ისიც გაუგია მომხდარის შესახებ ინფორმაცია. ვთხოვ დაზარალებულს და
მის ოჯახს რომ აუცილებლად მიეცით ინფორმაცია მედიას და ეს იქნება თქვენი ბერკეთი ვერ დამალავენ ფაქტსა და ძალადობას. დასრულდეს ეს ქვეყანაში თანამდებობის პირების “დაცვა”- წერს სოციალურ ქსელში ბაირამოვა.
საქმეზე დაწყებული მუხლი, 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
