კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესის დამცველი ბიძინა ივანიშვილია.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა საქართველოს “ყველაზე მდიდარი რესურსების დამაკავშირებლად” ქცევის შანსი “მოკლა”.
სამი კვირის წინ იყო შეხვედრა, ასევე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოსული და ჩვენი ალიანსის ლიდერები და უშუალოდ პარტიის თანა-თავმჯდომარე, ნიკა გვარამია იყვნენ შეხვედრაზე.
პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხი იყო, ასევე ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო გზების მნიშვნელობაზე იყო საუბარი, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, ისტორიული მისიაა. ამაზე იყო საუბარი, მაგრამ ამის სანაცვლოდ ის, რომ ყოველ დღე ადამიანებს იჭერდენ, ის რომ პოლიტიკური ლიდერები ციხეში იყვნენ, პოლიტიკურ პარტიებს კრძალავდნენ და არჩევნების ჩატარებას აზრი ეკარგებოდეს, არანაირი და ვერანაირი ეკონომიკური ინტერესი ამას ვერ დაასტაბილურებს. გამორიცხულია, საქართველოს არ აქვს ნავთობი, საქართველოს არ აქვს ის მდგომარეობა და ეს რუსეთიდან გამომდინარეც არის, რომ… გეოგრაფია კარგი აქვს, მაგრამ მოცემული მდგომარეობა არ არის მარტივი, გეოპოლიტიკური, რუსეთი არის, რომელიც ყველა ფრონტზე უკანდახევა უწევს და ერთადერთი რჩება კავკასიის რეგიონი და ამ კავკასიის რეგიონში რუსეთ ჰყავს მისი წარმომადგენელი. რუსეთის ინტერესის დამცველი კავკასიის რეგიონში არის ბიძინა ივანიშვილი.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რომ არის ახლა საუბარი და “ქართული ოცნება” ფოთის და ანაკლიის პორტზე რომ საუბრობს, 2 წლის წინ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით? 2 წლის წინ აშშ-ის წარმომადგენლები არ საუბრობდნენ? უფრო დიდი ხნის წინ სახელმწიფო მდივანი პომპეო არ იყო ჩამოსული და არ ამბობდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის ჩვენი ინტერესი საქართველოს ეროვნულ ინტერესთან ერთადო? და ბიძინა ივანიშვილმა რა ქნა – ჯერ შეწყვიტა ამერიკული ინვესტიციით ეს პროექტი, ჩაშალა, ამ პროექტის ავტორებს ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი და შემდეგ სხვა მოტივით და სხვა ბრალით ციხეში [ჩასვა], ამერიკული კომპანიები განდევნეს, საერთაშორისო არბიტრაჟები დაუწყეს და საბოლოოდ რა ქნეს – შემოიყვანეს ჩინური კომპანია, რომლის უკანაც ეჭვი იყო, რომ რუსული კომპანია ედგა და რუსეთის სპეცსამსახურები და ეს პროექტიც გაყინული და გაჩერებულია.
საბოლოოდ რა გააკეთა ივანიშვილმა – რაზეც ახლა მიდის მსჯელობა და რაც ახლა უნდა მიგვეღწია, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ყველაზე მდიდარი რესურსების დამაკავშირებელი, ყველაზე მდიდარი მაცხოვრებლით დასახლებულ ტერიტორიასთან, ევროპასთან, ეს შანსი მოკლა,” – განაცხადა თენგო თევზაძემ.
