Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

April 6, 2026
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.

თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი კობიაშვილმა გადასცეს.

„ვაგრძელებთ დაკანონების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავუდექით გვერდით. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ძალიან მიხარია მათი ამბავი, ვუერთდები მათ სიხარულს. ამ ოჯახებს ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო. ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, თავისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს. ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან, რა საბუთები არის შესაგროვებელი, რომ პროცესი დაიწყოს და ფართების დაკანონება მოხდეს.

ზოგადად, ამ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დარეგისტრირებული და გადაცემული იმ ოჯახებზე, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაუკანონებელ ფართებში. პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი ფართებით არ დაკმაყოფილდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ათივე რაიონის გამგებლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და პარლამენტის დელეგატები დაესწრნენ.

დედაქალაქის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.

მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 3 150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბინა, რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი ნახეს, ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა
  • მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის დაპირისპირება სასამართლო პროცესზე – რა ვიდეო ვრცელდება
  • “ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც 2008-ში მიწაზე ფორთხავდა, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ! ვერც მოღალატეს დამიძახებს!” – ზურაბ ნოღაიდელი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge