Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს” – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

April 6, 2026
“შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს” – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს მითითება, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ კარვები არ გაშალონ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შეამცირონ.

განცხადების თანახმად, მშობლები წელიწადზე მეტია სახელმწიფოსგან დიუშენის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას და კვლევების დაფინანსებას ითხოვენ. მათივე თქმით, სურთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის გამართვაც, რასაც ის “თავს არიდებს”.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს კანცელარიის წინ მოედანზე კარვების გაშლის და 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ აძლევს.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატების შემოტანას და პერიოდული კვლევების დაფინანსებას ვითხოვთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ სახელმწიფო კანცელარიის წინ 28 მარტს აქცია გავმართეთ და 5 დღის ვადაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ვითხოვეთ. უკვე სამ თვეზე მეტია მშობლებთან შეხვედრას პრემიერმინისტრი თავს არიდებს.

დღეს, 6 აპრილს 15:00-ზე მშობლები კიდევ ერთხელ მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. პარალელურად, მივიღეთ მითითება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან კანცელარიის წინ მოედანზე კარვები არ დავდგათ და დაანონსებული პროტესტის 24-საათიანი ვადა შევამციროთ. უარის საფუძვლად მითითებულია შეკრებებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად შეკრების მონაწილეებს უფლება არ აქვთ:

ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.

კანცელარიის წინ არსებული მოედანი არ წარმოადგენს არც მანქანების და არც ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიას.

თუნდაც რომ ასე იყოს, საერთოდ წარმოუდგენელია რომ სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს 24-საათიანი პროტესტის და კარვების გაშლის უფლებას არ გვაძლევენ. ასეთი რამ იმ ე.წ. “სისხლიანი 9 წლის” დროსაც კი არ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აბსურდულ შეზღუდვას გააუქმებს.

საზოგადოებას მოვუწოდებთ რომ დაგვიდგეს გვერდში და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე”. – ნათქვამია განცხადებაში.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
  • რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება – 8 აპრილს მოქალაქეები მემორიალთან ღამეს გაათენებენ
  • “მიტინგის დარბევა მოხდა სპეცსაშუალებებით – მთავრობის სხდომის შეწყვეტა მოგვიწია, იმის დადგენა მომიწია, თუ რა სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული” – ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge