ჩაქვში ქვეითს მანქანა დაეჯახა – 35 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ჩაქვში წუხელ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
