ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა, უინა შაფათვამ საქართველოსი მცხოვრებ ხალხს მოუწოდა ამერიკაში არ წავიდნენ, რადგან ეს ისეთი ქვეყანა არ არის, როგორც შორიდან ჩანს.
“უღარიბესი უბანია, აქ ხალხი ძალიან ღარიბია…საზღვარზე რომ გადმორბიან, რისი მოლოდინი აქვთ?! ამერიკაში ცხოვრება ძალიან რთულია. ამერიკის იმიჯი სხვაა, რეალობაშ სხვაა. განათლებული, მომზადებული რომ მოდიხარ, მაინც ჯოჯოხეთი უნდა გაიარო. სამშობლოს დასატოვებლად ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს. ფული არ მქონდა, ბავშვს ვერ ვაჭმევდიო – ეს გამართლება არ არის… ამერიკაში ცხოვრება არ არის ის, რაც გგონიათ. მთელი ჩემი ჯანღონე, ახალგაზრდობა, გარეგნობა, ხასიათი ამ ქვეყანამ შეიწირა. რქებით ვაწვები და არ ვიცი, მიღირს თუ არა…
არც ერთი შეგნებული ფრანგი და იტალიელი აქ არ ჩამოვა, რადგან ველური ქვეყანაა. მე კლასიკური ქალი ვარ და დიდი კომპრომისია, აქ რომ ვარ…ნუ უსმენთ ბარიგებს, რომლებიც ათიათასობით დოლარს გადებინებენ საზღვარზე გადმოსასვლელად. ნუ ხდებით იმ კატეგორიის ქვეყანა, რომლის ხალხიც საზღვარგარეთ გადმოდის. საქართველოს სამაგისო არაფერი სჭირს, რომ მოსახლეობის 90% ამერიკაში მოდიოდეს მოსამსახურედ. სანამ დაუჯერებთ ზღაპარს, რომ ამერიკა მაგარია…ამერიკა ისევ ველურების ქვეყანაა.
ვიღაცები კონფერენციებს მართავენ, ამერიკა მაგარიაო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ყველას ღირსება ერთნაირი არ არის, ყველა ყველაფერზე ხელის მომწერი არ არის. აქ რომ მოდიხარ, იმდენი რამე უნდა ჩაყლაპო…
აქ შოპენი და ბეთხოვენი არის 5% დანარჩენი არის რეპი, მარიხუანა და საშუალოზე დაბალი კლასი. საქართველოში ყველას გვიჭირავს მარკა, ფული გვაქვს თუ არა, შენი ადგილი გიკავია. საქართველო სამოთხეა და ვერ ვხვდები, რატომ იგდებთ თავს ხაფანგში.
საქართველოში ყველას მიგვიწვდება ხმა პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვიჩივლებთ, რომ გაზი, წყალი არ არის, აქ ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ, ფარაონებივით არიან…ნუ უსმენთ სხვებს. ზოგი ბედნიერია მოსამსახურეობით, მაგრამ გენში არ გვაქვს, მოსამსახურეები ვიყოთ.“ – ამბობს იუნა შაფათავა ვიდეომიმართვაში
შეგახსენებთ, რომ ამერიკაში მყოფი ქართველი მსახიობი ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, ჰარლემში ცხოვრობს.