Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

April 6, 2026
სავალდებულო საგანი ყველა ფაკულტეტისთვის – რა სიახლე იგეგმება საგანმანათლებლო სფეროში?

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო.

“2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე – online.naec.ge – 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

აუცილებელია, აბიტურიენტებმა, 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ.

მითითებულ ვადაში აპლიკანტებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ დამატებითი საგნების საფასური, აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის თითოეული საგნის საფასური განსაზღვრულია 10 ლარით, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეადგენს 50 ლარს.

საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.

ცვლილებების შესაბამისად, ცენტრის სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სამ კატეგორიად: „საბაკალავრო“, „პროფესიული“ და „მოსამზადებელი ქართულ ენაში“ (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა). უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასარჩევად აბიტურიენტებმა უნდა მონიშნონ ველი „საბაკალავრო“ და აირჩიონ სასურველი პროგრამა. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დამატებით აირჩიონ პროფესიული პროგრამებიც, რისთვისაც საჭიროა ველის -„პროფესიული“ მონიშვნა.

საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება აბიტურიენტთათვის სავალდებულო მოთხოვნაა, რადგან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სარეგისტრაციო განაცხადში პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას. პროგრამების არჩევა, შეცვლა ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. ასევე, სარეგისტრაციო გვერდზე შესაძლებელია არჩეულ პროგრამებზე კონკურსის მიმდინარეობის გაცნობა.

რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთანავე, კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცნონ საინფორმაციო დოკუმენტს – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.” – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალს 8 აგვისტოს მემორიალი დაარქვეს
  • პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “საქართველოს დიდი უბედურება ხუთჯერ ავაცილე – ყველაფრის მიუხედავად, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში, დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა სულ მალე მოგვეცემა” – მიხეილ სააკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge