ამერიკელი პილოტის გადარჩენა ვაშინგტონთან ისრაელის მჭიდრო თანამშრომლობას უსვამს ხაზს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელ კაცმა შეაქო ირანში შეერთებული შტატების სამაშველო ოპერაცია.
ისრაელ კაცის თქმით, წარმატებული სამაშველო ოპერაცია „ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა, თუნდაც ყველაზე რთულ მომენტებში“.
„ვაფასებ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამერიკელი ეკიპაჟის უსაფრთხოდ გადარჩენისთვის“, – განაცხადა კაცმა.
როგორც „სიენენი“ წერს, სამაშველო ოპერაციის დროს, ისრაელმა ირანში გარკვეულ ტერიტორიაზე დარტყმები შეაჩერა. ამასთან, წყაროების ცნობით, ისრაელმა ასევე შესთავაზა აშშ-ს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სადაზვერვო მხარდაჭერა.
