Sunday, April 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სულთანს ვასლებმა ძღვენი მიართვეს და ტყვე გადასცეს“ – მიქელაძე სადიგოვის გაძევებაზე

April 5, 2026
„სულთანს ვასლებმა ძღვენი მიართვეს და ტყვე გადასცეს“ – მიქელაძე სადიგოვის გაძევებაზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადვოკატი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გაძევება შესაძლოა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოსალოდნელ ვიზიტს უკავშირდებოდეს. ამის შესაებ ინტერესების დამცველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყნიდან სადიგოვის დაჩქარებულად გაძევება პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს და “ოცნების” ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს.

“რადიო თავისუფლების ცნობით, საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი იგეგმება. ალიევი თბილისში, სავარაუდოდ, ხვალ, 6 აპრილს ჩამოფრინდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ინფორმირებულმა წყარომ. ახლა ალბათ ყველანი ვხვდებით რა გახდა ასე დაჩქარებულად აფგან სადიგოვის გაძევების მოტივი.

სულთანს ვასლებმა ძღვენი მიართვეს და ტყვე გადასცეს. ქართული ოცნების ისედაც ამაზრზენი პროპაგანდა სუვერენიტეტზე და გეოპოლიტიკურ თავმოყვარეობაზე 1 დღეში ჩამოიშალა. წარმოუდგენელია!” – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა” – რა გახდა ზუგდიდში მკვლელობის მიზეზი
  • მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
  • აშშ-ისრაელის დარტყმის შედეგად ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის აკადემიის მეთაური მასუდ ზარე დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge