ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ყველაზე მეტად დიდი დიღმის ტერიტორია დაზარალდა, სადაც მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ადგილზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები. ამ წუთებში ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
“ჩამოშალა ქარმა, ვერ გაუძლო ალბათ. ახალი აშენებულია. ერთი მანქანაა დაზიანებული, – ამბობს ადგილობრივი.
პრობლემებია თბილისის სხვა უბნებშიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც წაქცეუი ამწეები ჩანს.
