Saturday, April 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იწყება ახალი ეპოქა” – მეუფე იობის გზავნილი ამბიონიდან

April 4, 2026
“იწყება ახალი ეპოქა” – მეუფე იობის გზავნილი ამბიონიდან

კიდევ ერთი ქადაგება და კიდევ ერთი გზავნილი ეკლესიის ამბიონიდან – ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა, რომელსაც მორწმუნეების ერთი ნაწილი პატრიარქობის კანდიდატად განიხილავს, დღეს მრევლს უთხრა, რომ საქართველო ეპოქალური ცვლილებების ზღვარზეა. დღეს “პირველები” იმ ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაღალმა იერარქმა მორწმუნებს მიმართა და საპატრიარქოს მოახლოებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ეს არის ერთი-ერთი პირველი შემთხვევა, როცა მეუფე იობის ქადაგების გზავნილებს საზოგადოება შეიტყობს.

ბოლო ჟამსო კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაბრწყინდება სრულიად საქართველო – თქვა მეუფე იობმა.

“დასრულდა კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს პატრიარქი. მე მინდა გავიხსენო კირილე ათონელის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებაში, რომ ბოლო ჟამსო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი იმპერიაო. ეს არ არის ფიზიკური და პოლიტიკური გაგებით იმპერია, ეს არის სულიერი გაგებით, რომ საქართველოში შეიქმნება სულიერი იმპერია. რას ნიშნავს ეს – ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინახავს ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე ღვთის უდიდეს მადლს. ბევრი გახდება მართლმადიდებელი. მეორედ მოსვლის წინ უფალი მიმართავს საქართველოს – აღსდეგ საქართველო – აი როგორც ლაზარეს მიმართა და მართლაც აღდგება ტაძარი და მასთან ერთად აღდგება საქართველოც. 

ჩვენ ერთმანეთში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ეს პროცესები იწყება საქართველოში, აღდგინების პროცესი – ბოლო ჟამსო კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაბრწყინდება სრულიად საქართველო. ესე რომ მომავალი ჩვენი არის ნათელი. მომავალში იწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და ჩვენი სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით”, – ამბობს მეუფე იობი. 

 

სინოდის სხდომა, გუშინ საპატრიარქოში ექვს საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ, – მაშინ, როცა სინოდი სამი კანდიდატის საკითხს განიხილავს.

რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხს, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა – “მაგრამ მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნა”.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შე არაკაცო, რაც დათესე, იმას იმკი”- ლუკა კურტანიძეს მეორე ცოლი, ქეთი ყველაშვილი პასუხობს
  • 5 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
  • 5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge