„მიქსმეტრონომი“ სინოპტიკოსს სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ 5 ივნისამდე საქართველოს მოსახლეობას ცხელი ამინდები ელოდება.
“თბილისში ცხელი ამინდები გველოდება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 5 ივნისის ჩათვლით დედაქალაქში ტემპერატურა 34 გრადუსამდე დათბება.
ტემპერატურა მოიმატებს მთელს საქართველოში. დასავლეთსა და აღმოსავლეთში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით”, – განაცხადა ნიორაძემ.