მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„მე არ მქონდა ჩემი შვილის მკვლელობის ეპიზოდი ნანახი, კი მაქვს სახლში, მაგრამ ვერ ვნახე და მე მინდა ეს მართლა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩემი შვილი დაეცა მოწყვეტით და მაშინვე თვალებგახელილი.. ოჯახი ჩვენით ვხვდებოდით, რომ ის იყო ელექტროშოკით გათიშული და მერე იყო დარტყმული, მე ვიძახი რომ ვერ გადამირჩება ჰოლანდიური ჰოსპიტალის ექიმი, რომელმაც ჩემი შვილის დაზიანებები არ აღწერა, მე არ მინახავს ჩემი შვილის ზურგი, სავარაუდოდ, მას დამწვრობა ექნებოდა ზურგზე[…]
უმნიშვნელოვანესი არის ერთი რამ, ჩემი შვილის უშუალო მკვლელები არიან დაავადებულები სისხლის წყურვილით თუ არ ვიცი, ასეთი დიაგნოზი არ დასმულა ალბათ, მე ვნახე აქ საშინელი კადრები, გამოვედი ვერც ვნახე და დიდიხნის განმავლობაში დრო ჩემთის გაჩერდა, ისინი არიან პირსისხლიანი მკვლელები, ამათ არ უშველით ციხეში გატარებული წლები, ამათ ციხეში გატარებული წლები ვერ გამოასწორებს….“ — მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, გამოიკვლიეს ვიდეოკადრები, რომლებიც საქმეში დევს. კადრებში გიგა ავალიანის მკვლელობის ეპიზოდიცაა.
