Friday, April 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, რადგან უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი ნანახი არ მქონდა” – ეკა კუპატაძე

April 3, 2026
მოკლული მასწავლებლის საქმე – სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? – ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან დაავადებულები, სისხლმოწყურებულები,- ამის შესახებ მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნითი სიტყვის მოსმენა მისთვის მძიმე იყო.

„ვაცნობიერებდი, რომ დასკვნითი სიტყვის მოსმენა მძიმე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები წერტილ-მძიმიანად ვიცი. თუმცა, მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, რადგან უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი არ მქონდა ნანახი. ვუყურე ვიდეოს, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და შოკი მივიღე, დარბაზში დიდხანს ვერ გავჩერდი და გამოვედი.

ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობებზე ჰქონდა „ფილმი“.

ამაზრზენი იყო დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული ფაქტები, კერძოდ რიკაძის ბებიის ჩანაწერი, რომელიც სახლში არის გადაღებული და ამბობს – „რამდენჯერ ვუთხარი, ამას ტელეფონში ნუ ინახავთქო“, ის კი არ უთქვამს ნუ ურტყამთო, არამედ – „ამას ტელეფონში ნუ ინახავთ, საშიშიაო“.

რიკაძის დედა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილის დედამ, ხათუნამ დამირეკაო და მითხრაო – „პოლიცია მოდის ჩხრეკაზეო“. მე რომ ვამბობ, რომ ფარული ზარებით ალექსანდრე გაბაშვილმა იცის რა დროს, რა ხდება, ეს მართალი ყოფილა და პროკურორმა ქეთი სონიძემაც დაადასტურა.

გიორგი რიკაძის დედას, თინათინ პაპასკირს შენახული და გამზადებული ჰქონდა ნეონაცისტური დაჯგუფებების დამახასიათებელი სიმბოლიკები და დარდობდა, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. იმას კი არ დარდობს, ხალხს ურტყამენ, არამედ ის, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. ეს კი გარკვეულწილად აღიარებითი ჩვენებაა.

ასევე, ჩანს, რომ „ორ ნაბიჯში“ შედის სამი მოძალადე, იქიდან ახალგაზრდა გამოჰყვათ და მოლარე მეორე თანამშრომლებს ეუბნება, კარები დაკეტე კიდევ არ შემოვიდნენო. ის კი არა, რომ ხმა ამოიღოს და იყვიროს, რომ ასეთი რამე მოხდა.

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? ყველა საშიში ხართ ამათ ხელში. ესენი არიან სისხლმოწყურებული ავადმყოფები. ამათი გამოსწორება არ იქნება. ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, რომ თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან დაავადებულები, სისხლმოწყურებულები“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გრიგოლ ბესელია შსს-დან კორუფციის გამო გაუშვეს” – ბათუმელები
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა
  • ყულევის სანაპიროზე გამორიყული დრონის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ – შსს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge