თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულებაში არ არის განმარტებული, რა იგულისხმება საღვთისმეტყველო განათლებაში.
ვნახოთ, თვითონ სინოდი როგორ ინტერპრეტირებას მისცემს დებულების ამ ნაწილს – ამბობს “ტვ პირველთან” თეოლოგი.
მისი თქმით, შეიძლება რომელიმე მარალ იერარქს არ ჰქონდეს თეოლოგის დიპლომი, მაგრამ საკმაოდ განათლებული იყოს თეოლოგიის საკითხებში.
“მნიშვნელოვანია დებულების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს როგორ უნდა იქნას არჩეული პატრიარქი, მას შემდეგ, რაც პატრიარქი გარდაიცვლება. ითქვა ცხადად, რომ არავინ არ აპირებს ამის შეცვლას. მაგალითად საერო ხელისუფლებაში გვახსოვს, რომ ვთქვათ, მოდის ახალი ხელისუფლება და იმით იწყებს, რომ კონსტიტუციას ჭრის და კერავს, რომ მოირგოს თავსიი ინტერესებისთვის და აქ ასეთი რამ არ მოხდება. იქნება ის დებულება, უბრალოდ უნდა ზუსტად გავიგოთ, 47 წელია არ მომხდარა პატრიარქის არჩევა. ეს დებულება მიღებულია მას შემდეგ, თუ არ ვცდები 90-იან წლებშია მიღებული და ამ დებულების სწორი გააზრება და სწორი ინტერპრეტაცია, ამაზეა საუბარი.
ვინაიდან დებულებაში არ არის დეტალიზირებული, გაწერილი ეს, ამიტომაც იკრიბება სინოდი. სასულიერო დიპლომი შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს, ან ჰქონდეს მხოლოდ სემინარიის და არ ჰქონდეს აკადემია დამთავრებული, მაგრამ საკმაოდ განათლებული იყოს თეოლოგიის საკითხებში. ამაზე ახლა ვერავინ ვერ გაგცემთ თქვენ პასუხს. იმიტომ, რომ ეს თვითონ დებულებაში არ წერია და ვნახოთ, თვითონ სინოდი როგორ ინტერპრეტირებას მისცემს დებულების ამ ნაწილს. სავარაუდოდ, იქნება რომ სასულიერო აკადემია ან სემინარია რომ უნდა იყოს დამთავრებული”, – აცხადებს თეოლოგი.
