რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სამთავრობო პლატფორმა MAX-ზე წერს, რომ რუსეთმა უნდა შეყვიტოს მისი “ტოლერანტული დამოკიდებულება” მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ.
“დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის “ქვეყანა 404″ [უკრაინა]” – წერს მედვედევი.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს უკვე გააკეთა, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ იყო კმაყოფილი ერევნის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებით.
