Friday, April 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს და ბედავენ მასშტაბურ ეროვნულ აქციებზე საუბარს, ეს წარმოუდგენელია” – მიხეილ ყაველაშვილი

April 3, 2026
„ვერ შევიწყალებ…“ – რას აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი?

უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი ძალების არსებობა, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ყაველაშვილს კითხვა დაუსვეს ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებაზე.

„ეს არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენთვის – მით უმეტეს. განსაკუთრებით უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ასეთი ძალების არსებობა. მათ აღარ დამალეს და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს ხელისუფლებაზე, გარედან და აქაც, არასამთავრობოებისა და რადიკალური ოპოზიციის საშუალებით. ვხედავდით, არაერთხელ დაისვა კითხვა, რას ითხოვდნენ ომის პირველ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან. აქციებიც მოაწყვეს და დღეს თითქოს ჩუმად არიან, თითქოს სხვა პროტესტი ჰქონდათ. ხომ ვიცით, რა უნდოდათ. უნდოდათ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები და იარაღი გაგვეგზავნა უკრაინაში. არაერთხელ მითქვამს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ამერიკის პრეზიდენტმაც აღნიშნა, მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი მთავრობის მხრიდან ნიშნავს, რომ ქვეყანა ომში ერთვება. სწორედ ამას ითხოვდნენ ეს ადამიანები, რომლებიც დღესაც აქციებზე დადიან. როცა ამბობენ – ომი გინდათ, ომს ვინ ითხოვდაო, ეს ხომ ომში ჩართვა იყო პირდაპირი მნიშვნელობით. იმას აღარ ვამბობ, კულუარებში რას ითხოვდნენ.

ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ რადიკალურ ფრთას არავითარი შესაძლებლობები არ აქვს. მათი ერთადერთი შესაძლებლობაა, სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება, რომელსაც ჩვენ კანონის საშუალებით ვამხელთ. როგორ წარმოგიდგენიათ, დამოუკიდებელ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები სხვა ქვეყნიდან ფინანსდებოდნენ. ეს ხომ წარმოუდგენელია. კრიტიკულ ვითარებაში დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებიც, რომლებიც თითქოს ქვეყნის განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ. აქციებზე მათი დიდი ნაწილი იყო გამოსული, მართლა წარმოუდგენელი ფაქტი იყო, როცა ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და ხელისუფლების გადაბარებაზე ჰქონდათ აქცენტი“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ გაერთიანებული არიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები.

„იმ ხალხში, რომელიც დღეს შეიკრიბა, ვინ არის ახალი? ისინი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ზოგიერთი ახალგაზრდა ამბობს, მაშინ პატარა ვიყავი და არაფერი მახსოვსო, შევახსენებ, რომ იცოდნენ მათი დანაშაულები. ამ ადამიანების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს – ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმულები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ. ახლა ციხეში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მაშინ აღლუმი ჩაატარა ჩვენი ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისზე საუბარს და მასშტაბურ ეროვნულ აქციებს. ეს წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დღეს ერი და ბერი ერთად დგას.

„მთავარია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული. პარალელის გავლება მარტივად შეიძლება. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან და ისინიც განცვიფრებული იყვნენ, თუ რა ხდებოდა საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ეს აჩვენებს, რა ძალა ჰქონდა ამ უდიდეს პიროვნებას. გარდა ამისა, დავინახეთ ხალხის განწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ. შეცდომების გარეშე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. ბოლო წლების მოვლენებს კარგად თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს და ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო – დღეს ერი და ბერი ერთად დგას და სწორედ ამას ვიცავთ.

ყველამ დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და, როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. აქ პოლიტიკური განსხვავება არ იყო, ეს იყო ეროვნული საკითხი – რომ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, რწმენას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე. გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებს ეხებოდა. რა თანხვედრა გვაქვს, რას იცავს სლოვაკეთი – ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გრიგოლ ბესელია შსს-დან კორუფციის გამო გაუშვეს” – ბათუმელები
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა
  • ყულევის სანაპიროზე გამორიყული დრონის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ – შსს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge