არიან მღვდელმთავრები, რომელთაც არ აქვთ სასულიერო განათლება – თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? – ასე უპასუხა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებსი მიერ დასმულ კითხვას, აუცილებელი იქნება თუ აარა თეოლოგიური დიპლომი პატრირქობისთვის.
მისი თქმით, შესაძლოა აკადემიურ განათლებას თვითნასწავლობა აღემატებოდეს, ამიტომაც ეს მისი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა იყოს.
“განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კანდიდატი იმდენად მისაღებია და იმდენად აკმაყოფილებს ამ იდეას, იქ რა თქმა უნდა, გამონაკლისი არსებობს. თუ უმრავლესობა ასე მიჩნევს, რომ ეს ადამიანი აკადემიურ განათლებას თვითნასწავლობით აღემატება…
მღვდელმთავრები არიან, რომელთაც შესაძლოა არ ჰქონდეთ სასულიერო განათლება, მაგრამ პატრიარქიც მღვდელმთავარია და თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? თბილისში რატომ არ შეიძლება იყოს უდპლომო და რატომ შეიძლება მაგალითად რუსთავში იყოს, ან ქუთაისში? – განაცხადა მეუფე ზენონმა.
მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან. ამ წუთებში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე შიო არავლენს. ამის შემდეგ სინოდის სხდომა დაიწყება. მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან.
