Friday, April 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“3 კანდიდატი შემდეგ სინოდზე გამოცხადდება” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

April 3, 2026
“3 კანდიდატი შემდეგ სინოდზე გამოცხადდება” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, იმ დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია.

„დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება. წინმსწრები იქნება ეს შემდეგი სინოდი გაფართოებული კრების. გაფართოებული კრება 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა, ასე არის დებულებაში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. მას გაფართოებული სხდომა სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მომავალი პატრიარქის ასაკსა ან განათლებაზე საუბარი, ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმსჯელებენ.

„ეს იქნება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის შესაძლოა ამაზეც იყოს მსჯელობა, თუ რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაისვა“,-განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლო 3 დღეში საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა – ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
  • ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
  • “ვერ იგებს, რანაირად შეგვიძლია ეკლესიის უკეთ ანალიზი და მისი სიღრმისეული სინამდვილის გაგება, ვიდრე მთელ ამათ ჩამყაყებულ სუს-ს” – ტაბულას რედაქტორის პასუხი პაპუაშვილს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge