საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დღეს სინოდის სხდომაზე, შესაძლოა, საპატრიარქო კანდიდატის ასაკზეც იმსჯელონ.
როგორც წმინდა სინოდის კრების დაწყებამდე დეკანოზმა განაცხადა, დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი.
“დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმოება იმ პროცესუალური საკითხები მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდში მოხდება მაშ შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინსწრები იქნება ეს. გაფართოებული კრება მოგეხსენებათ 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, ასეა დებულებში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად დებულების მიხედვით, რაც გააჩნია საქართველოს ეკლესიას.
დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, ამიტომ შესაძლოა ამაზეც (ასაკზეც) იყოს მსჯელობა, თუ დაისვა ეს საკითხი”, – ამბობს ანდრია ჯაღამაიძე.
წმინდა სინოდი საპატრიარქოში იკრიბება. სასულიერო პირების შეხვედრა ზუსტად ერთ საათში უნდა დაიწყოს.
