საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ატეხილი პანიკა არასწორია.
მისი თქმით, „მაიმუნის ყვავილის” ვირუსი მარტივად მიმდინარეობს. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ევროპულ ქვეყნები ვირუსის მსუბუქი ფორმა არის გავრცელებული. „აფრიკაში ბევრი ვირუსი არის ენდემური. რაც შეეხება
„მაიმუნის ყვავილის” ვირუსს ეს არის საყურადღებო, მაგრამ საგანგაშო არაფერია და მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს. ვფიქრობ, მოსახლეობაში არასწორი პანიკა არის ატეხილი. სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს ვიდრე ამ ვირუსს. ეს ვირუსი ძირითადად ვითარდება, ვრცელდება აფრიკაში. აფრიკაში ვირუსის 2 ვარიანტი არის. ერთი გავრცელებულია – კონგოში, მეორე – ნიგერიაში. ევროპაში და ამერიკაში გავრცელდა მეორე, რომელიც არის მსუბუქი და ისე მსუბუქად გადის ეს ვირუსი მკურნალობაც არ სჭირდება. 2-4 კვირის შემდეგ პაციენტი არის კარგ მდგომარეობაში. საპანიკო არაფერია, საშიში არ არის, ვაქცინები და წამლები არსებობს. იმდენად მომზადებული არის მსოფლიო ამ ვირუსთან ბრძოლაში, რომ არ უნდა შეგვეშინდეს. საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ეს ვირუსი. ერთ ორ პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მიხედავს. საქართველოში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.