მარნეულში მოკლული ბიჭი 20 წლის უმიდ ბაირამოვია | ის ყელის არეში ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა. რა გახდა მისი მკვლელობის მიზეზი, ეს ამ დროისთვის უცნობია
მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება
