თბილისში, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფართან მოქალაქეები, ცხოველთა უფლებადამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ.
პროტესტის მონაწილეებმა რამდენიმე მიკედლებული ძაღლი წამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა, რომელიც ადგილზე იმყოფება.
“როგორც მოსალოდნელია იყო და რა ინფორმაციაც გვქონდა დადასტურდა, რომ თბილისის მუნიციპალური ძაღლთა თავშესაფარი არის კახი კალაძის სასაკლაო მეტი არაფერი, სრული ანტისანიტარია, მომაკვდავი ძაღლი, ექსკრემენტები, გატაცებული და გადამალული ძაღლები. სხვათა შორის რამდენიმე ადამიანმა იცნო ძაღლი, რომელზეც დღის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ინფორმაცია მიეღოთ და უმალავდნენ ამ ძაღლებს.
მთლიანობაში აუტანელი ვითარებაა და თავად ის ფაქტი, რომ დღეს იყო გამონაკლისი, როცა მთელ ტერიტორიაზე მოგვეცა საშუალება, ასე ვთქვათ მონიტორინგის განხორციელების, თუმცა ერთი სივრცე ვერ მოვასწარით. ეს იყო გამონაკლისი, ჩვეულებრივ მალავენ დიდ ნაწილს ამ გალიებისა და ძაღლების, რადგან აუტანელი პირობებია და არ უნდათ ეს ხალხმა დაინახოს.
ასევე ღრმად დარწმუნებულები ვართ რომ გაცილებით მრავალი, ასეულობით ჯანმრთელი ძაღლის დაძინება და მოკვდინება ხდება. მთლიანობაში არის კატასტროფული ვითარება.
ჩვენი მოთხოვნები არის რომ, ერთი მხრივ ყველა გატაცებული ძაღლი დაბრუნდეს იმავე ადგილას გასტერილებული და ვაქცინირებული, რომ უსაფრთხოც იყოს ადამიანებისთვის და თვითონაც გადარჩნენ და დააბრუნონ იქ საიდანაც წაიყვანეს, იმიტომ რომ ტყეში ვერ გადარჩებიან ბუნებრივია თავისთავად და არ მოკლან. დაიწყოს სახელმწიფომ ფულის ხარჯვა ამ საქმეში და არა გამოყოფილი თანხის ჭამა იმიტომ რომ ყოველწლიურად 4-5 მილიონამდე მხოლოდ თბილისში არის გამოყოფილი სწორედ ძაღლების სტერილიზაცია ვაქცინიზაციისთვის და რომ ეკეთებინათ ეს საქმე, არც ცხოველები იქნებოდა ამდენი ქუჩაში და არც ეს სასაკლაო იარსებებდა.
თითოეული ძაღლის გადაყვანა უნდა ფიქსირდებოდეს ვიდეო გადამღები საშუალებით, რომელიც გააჩნიათ ამ სამსახურის წარმომადგენლებს და ეს ყველაფერი ეხება როგორც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ასევე სურსათის სააგენტოს და აჭარის მუნიციპალურ სამსახურებს და ისინი გვევლინებიან სამწუხაროდ მასობრივ მკვლელებად მთავრობისა და კობახიძის დაკვეთით” – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
