Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ძაღლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

April 2, 2026
ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ძაღლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ძაღლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდეს. მისივე თქმით, ყველაზე მეტად გორზეა ყურადღება გამახვილებული, ვინაიდან მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ ძაღლები.

„შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უნდა დაინტერესდეს მთავარი პროკურორი, პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს აღნიშნული საკითხი რადგან გუშინ გავრცელდა შემაძრწუნებელი კადრები. ეს ყველაფერი, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უემოციო განცხადებების მოსახლეობა არ სჯერა.

მე მაქვს რამდენიმე კითხვა:

პირველი: საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რატომ არ გამოცხადდნენ ადგილზე, როდესაც მათი ვალდებულებაა, მოსახლეობის გამოძახების დროს გამოცხადებულიყვნენ ტერიტორიაზე. ისინი უნდა შესულიყვნენ. ტერიტორიაზე, რატომ არ შევიდნენ?

მეორე: როდესაც მრავლობითი კამერაა, არსებობს ჩანაწერები, საზოგადოებრივი ინტერესია, რომ აღნიშნული კამერები გასაჯაროვდეს, სრული ნახვა მოხდეს, რა ხდებოდა აღნიშნულ ტერიტორიებზე (გორში და ასე შემდეგ);

მესამე: როდესაც მოქალაქეები საუბრობენ, ძაღლები შეიყვანეს და ჯოჯოხეთური კვამლი ამოვიდა. 4 საათი ამოდიოდა კვამლი. არ ვიცით რას წვავდნენ, მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ძაღლები შეიყვანეს. აქ, ყველაზე მეტად გორზეა ყურადღება გამახვილებული. გორში არ ვიცით ეს ძაღლები სად გადაიყვანეს.

მეოთხე: როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლის დაწვის სუნი იყო, აუცილებელია პროკურატურამ სწრაფი რეაგირება მოახდინოს. დასჯადია ცხოველზე სხვადასხვა ზემოქმედება, წამება. ჩემთვის როგორც ცნობილია, აქამდე გამოძიება არ დაწყებულა“,- აღნიშნავს ლაშა ტყეშელაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
  • “შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის წინააღმდეგ კამპანია არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს” – დავით სონღულაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge