Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

5-დან 18 ლარამდე – ვის რამდენით გაეზრდება ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი

April 1, 2026
დენის გადასახადი გაიზრდება – გაიგეთ დეტალები

დღეიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა.

ტარიფმა 5 თეთრით მოიმატა როგორც „ეპ ჯორჯიას“ აბონენტებისთვის რეგიონებში, ისე „თელმიკოს“ მომხმარებლებისთვის დედაქალაქში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, საშუალოდ რამდენი ლარით გაეზრდებათ მოქალაქეებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადი.

რამდენი ლარით უძვირდებათ ელექტროენერგია თბილისელებს

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო (საყოფაცხოვრებო) ტარიფები მოხმარებული ენერგიის მოცულობის მიხედვით დიფერენცირებულია.

მოხმარებული კილოვატობიდან გამომდინარე, თბილისში მოქალაქეებს თვის საშუალო გადასახადი საშუალოდ, 5-დან 18 ლარამდე ეზრდებათ.

ასე მაგალითად, თუ „თელმიკოს“ აბონენტი ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა და ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდა, დღეიდან მისთვის ტარიფი 20.041 თეთრამდე გაიზარდა. თუ მაქსიმალურ მაჩვენებს ავიღებთ, [100 კვტ.სთ] გამოდის, რომ ასეთი აბონენტი ძველი ტარიფით 15,041 ლარის ოდენობით თვიურ გადასახადს გადაიხდიდა, ახლა კი თანხის მოცულობა 20.041 ლარამდე გაიზარდა.

101-დან 301 კილოვატ საათამდე აბონენტებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდეა მომატებული, რაც ნიშნავს იმას, რომ თვიური გადასახადი ამ კატეგორიაში მაქსიმუმ, [300 კვტ.სთ] 57.159 ლარს შეადგენდა, ახლა კი 75.159 ლარი გახდა.

რაც შეეხება 301 კილოვატზე მეტ მოხმარებულ ელექტროენერგიას, ამ შემთხვევაში, აბონენტებს ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაეზარდათ. გამოდის, რომ თუ მოქალაქე მინიმუმ [301 კვტ.სთ], 70.846 ლარს იხდიდა, ახლა გადასახადის მოცულობამ 85.896 ლარამდე მოიმატა.

რამდენით უძვირდება მომხმარებელს დენის გადასახადი რეგიონებში

5-დან 15 ლარის ფარგლებში მერყეობს თვიური გადასახადის ზრდა რეგიონების შემთხვევაში.

უფრო კონკრეტულად, აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელ.ენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე გაიზარდა. გამოდის, რომ მათთვის დენის ყოველთვიური გადასახადი [100 კვტ.სთ] 14.7 ლარი იყო 19.7 ლარი გახდა.

101-დან 301 კილოვატ საათამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ყოველთვიურმა გადასახადმა მაქსიმალური მოხმარების – 300 კვტ.სთ-ს შემთხვევაში, 56.124 ლარიდან 71.121 ლარამდე მოიმატა.

ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრი იყო, ახლა კი 28.227 თეთრით განისაზღვრა. გამომდინარე აქედან, თუ ამ კატეგორიის აბონენტი დენის მოხმარებისთვის თვეში მინიმუმ [301 კვტ.სთ], 70 ლარს იხდიდა, ახლა მისი გადასახადი 85 ლარია.

 წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში 23 წლის ბიჭი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს – დეტალები
  • მეტრო “ვარკეთილის” ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია შეჩერდა – მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge