Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა “ოცნების” ახალ კანონებზე

April 1, 2026
ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა “ოცნების” ახალ კანონებზე

ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა – ასე აფასებს ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფი “ქართული ოცნების” ახალ კანონებს, რომლებიც შეეხებოდა გრანტების კანონის შეცვლას, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას/შეზღუდვას, არაღაირებას – არალეგიტიმურის დაძახების კრიმინალიზაციას და ა.შ.

დასკვნაში ექსპერტთა საბჭო განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ცვლილებებს, რომლებიც კრძალავს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ხელისუფლების ან მისი ორგანოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას, მათი უფლებამოსილების აღიარებაზე უარს ან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება- წერია დოკუმენტში.

საბჭო ხაზს უსვამს, რომ ტერმინები, როგორიცაა ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება, არის უკიდურესად ბუნდოვანი და არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის სტანდარტს.

“ასეთი ჩანაწერი იძლევა ფართო შესაძლებლობას თვითნებური ინტერპრეტაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი, არჩევნების შედეგების კრიტიკა ან ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი კანონიერი ოპონირება შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც დასჯადი ქმედება.
ამგვარი ქმედებებისთვის დაწესებული სანქციები — მათ შორის ასტრონომიული ჯარიმები და ორგანიზაციების იძულებითი დაშლა (ლიკვიდაცია) — წარმოადგენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უხეშ ხელყოფას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების კრიტიკა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ საჯარო დებატები დაცული უნდა იყოს და არა დასჯადი.“- წერია დოკუმენტში.

რაც შეეხება “გრანტების შესახებ” კანონს, ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, აღნიშნულ კანონში „ცვლილებები” აფართოებს გრანტის გამცემთა და მიმღებთა წრეს, თუმცა ამავდროულად აწესებს ახალ შეზღუდვებს გრანტის მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

ექსპერტთა საბჭო შეშფოთებულია იმით, რომ ეს ცვლილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება გრანტების გამოყენებას სამოქალაქო აქტივიზმისა და მონიტორინგისთვის.“

“კერძოდ, კანონპროექტი მიზნად ისახავს გრანტის გაცემის შესაძლებლობის შეზღუდვას ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას ‘პოლიტიკურად’ ან ‘საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ’, რაც წარმოადგენს ბუნდოვან ცნებებს და ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს.“

დოკუმენტში ასევე საუბარია “ოცნების” მიერ მიღებულ ე.წ. „ფარაზე“, – უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომლითაც ქართული ოცნებისთვის არასასურველი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს უცხოეთის „აგენტებად“ აცხადებს.

“ექსპერტთა საბჭო მიიჩნევს, რომ ამ კანონების მიღებით დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებზე, ისევე როგორც პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობაზე და საკანონმდებლო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე. უფრო მეტიც, კანონების მიღება კიდევ უფრო გაამწვავებს იმ მძიმე და გაუმართლებელ ზიანს, რომელიც უკვე მიადგა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და შეუსაბამოა იმ ფართო ვალდებულებებთან, რომელიც ამ სახელმწიფომ ევროპის საბჭოს წევრის რანგში იკისრა.“ – წერია დოკუმენტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორია 71 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც სცემეს და დააყაჩაღეს
  • სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge