მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო გორში ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“სიცრუეა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ. კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად. ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან” – აცხადებენ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში.
