Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით მოთავსება უტოლდება სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას – ომბუდსმენი

April 1, 2026
პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით მოთავსება უტოლდება სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას – ომბუდსმენი

პატიმართა შორის ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და ცალკეულ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და ხშირად პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, „ძალადობის მსხვერპლი პატიმრები, ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებულების პერსონალთან არ საუბრობენ დაზიანების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე“.

„გადატვირთულობის პირობებში, №2, №5, №8 დაწესებულებებში საკნებში კვლავ ერთად არიან განთავსებულები ბრალდებულები და მსჯავრდებულები და საკნებში განაწილებისას არ არის გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური მახასიათებლები, რაც განსხვავებული კატეგორიის პატიმრებში კონფლიქტსა და ძალადობას იწვევს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვან პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია და შემთხვევებზე დროული რეაგირება. ამ პირობებში, დაწესებულებებში ისევ არ არის წესრიგის შესანარჩუნებლად და პატიმართა შორის ძალადობის თავიდან ასაცილებლად საკმარისი რაოდენობის პერსონალი. სამწუხაროდ, არ გადადგმულა ნაბიჯები პატიმართა და თანამშრომელთა თანაფარდობის შესამცირებლად“,- ნათქვამია ანგარიშში.

იოსელიანი ასევე, ყურადღებას ამახვილებს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული შეზღუდვებზეც. მისი შეფასებით, „დაწესებულებებში არსებული პატიმრობის პირობები არ შეესაბამება „ნორმალიზაციის პრინციპს“ და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მოხდას სათანადო პირობებში“.

„შესაბამისი პერსონალისა და ინფრასტრუქტურის სიმწირის ფონზე მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების ნაკლებობა, ასევე დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების შემზღუდველი რეჟიმი, ინციდენტების მართვის პრაქტიკა, გადატვირთულობა და საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ დაწესებულებებში განთავსება უარყოფით გავლენას ახდენს პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და შეიძლება გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პატიმრები 23 საათს ატარებენ საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო სივრცეში, სადაც არ არის შექმნილი განტვირთვისა და სათანადო ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო პირობები.

განცალკევებით მოთავსების მაქსიმალური ვადის და გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულების არარსებობის პირობებში, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პრობლემად რჩება საცხოვრებელ საკნებში პატიმართა ხანგრძლივი დროით განცალკევება.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, №6 დაწესებულებაში 229 პატიმრიდან 164 (72%), ხოლო №3 დაწესებულებაში 39 პატიმრიდან 35 – საკანში მარტო იყო მოთავსებული. შემზღუდველ გარემოში, უკიდურესად მწირი ადამიანური ინტერაქციის პირობებში, საზრისიანი აქტივობების გარეშე, საკანში ხანგრძლივი დროით მარტო ყოფნა, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

სახალხო დამცველის შეფასებით, დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, რასაც ასევე ადასტურებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც დეესკალაციის ოთახების 72-საათიანი ვადით ხშირი გამოყენება დე ფაქტო დასჯის ფორმად არის მიჩნეული.

არ არის დადგენილი დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებამდე ვერბალური დეესკალაციის მეთოდების გამოყენების და ნაკლებად შემზღუდველი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება, როგორიცაა, მაგალითად, პერსონალის უშუალო ან ელექტრონული მეთვალყურეობა. მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები კრიზისული მდგომარეობის მართვისკენ მიმართული არ არის.

აღნიშნულ სივრცეებში მოთავსება კვლავაც ხშირად და ხანგრძლივი ვადით გამოიყენება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, მაქსიმალური ვადით (72 საათით), ასევე, ადგილი აქვს ერთი და იმავე პირის წუთებისა და საათების ინტერვალებით, ფაქტობრივად უწყვეტ მოთავსებას, რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში.

ამასთანავე, დეესკალაციის ოთახში განთავსების დროს და შემდეგ წარმოებული დოკუმენტაცია შაბლონურია და არ შეიცავს ინდივიდუალურ და არგუმენტირებულ დასაბუთებას. პატიმრებისთვის დეესკალაციის და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება დასჯად აღიქმება“, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „№2 და №8 დაწესებულებებში კვლავ იკვეთება არასრულწლოვანების დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების შემთხვევები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას“.

„დეესკალაციის ოთახებისა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნების მოწყობა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს და ადგილი აქვს თვითდაზიანების შემთხვევებს.

დეესკალაციის ოთახში ასევე გამოიყენება ხელბორკილები, რაც სახალხო დამცველის პოზიციით, უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, დასაშვები მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სხვა საშუალება უშედეგოა, უნდა გამოიყენებოდეს მაქსიმალურად მოკლე დროით და მოიხსნას საფრთხის აღმოფხვრისთანავე.

პატიმრები, რომელთა სასამართლო სხდომები დაწესებულებიდან შორ მანძილზე იმართება, ან რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამენ ტრანსპორტირებისა და მოცდის პირობების თაობაზე და ზოგიერთი მათგანი უარსაც კი ამბობს გაყვანაზე.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხელბორკილ დადებული პატიმრები, მოუხერხებელი სკამების (მათ შორის, მყარი და გლუვი ზედაპირის გამო) და უსაფრთხოების ღვედების არარსებობის გამო, მაღალი სიჩქარით მოძრაობისა და მკვეთრი მანევრების დროს, თავს ვერ იმაგრებენ და ზოგ შემთხვევაში, სხეულის დაზიანებასაც იღებენ.

№2 და №8 დაწესებულებებში ვიზიტების დროს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია, პატიმრების (მათ შორის, არასრულწლოვანების) პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის შესახებ. ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულებების დებულებებს, არამედ დამამცირებელი მოპყრობაცაა“, – წერია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში, ძაღლების თავშესაფართან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა
  • პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს
  • პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge