Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2025 წელს, პატიმრობის პროცენტული წილის კუთხით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და სახეზე გვაქვს არსებითად გაუარესებული მაჩვენებელი – ომბუდსმენი

April 1, 2026
2025 წელს, პატიმრობის პროცენტული წილის კუთხით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და სახეზე გვაქვს არსებითად გაუარესებული მაჩვენებელი – ომბუდსმენი

2025 წელს, პატიმრობის პროცენტული წილის კუთხით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და სახეზე გვაქვს არსებითად გაუარესებული მაჩვენებელი – გასულ წელს, პატიმრობა შეეფარდა 5653 პირს, რაც პატიმრობის პროცენტულ წილს 52,26%-ით განსაზღვრავს, რაც გასულ წელთან შედარებით, 11%-ით მეტია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ომბუდსმენი დოკუმენტში აღნიშნავს, რომ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ჭრილში, 2025 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, კვლავ პრობლემური იყო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება და გასაჩივრება; თავისუფალი გადაადგილების უფლების სავარაუდო უსაფუძვლო შეზღუდვა; უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები; პატიმრების, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის განმავლობაში კვლავ არ შესრულებულა სახალხო დამცველის მიერ გასულ წლებში გაცემული არაერთი რეკომენდაცია.

„2025 წელს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები და შედარებითი დინამიკა საანგარიშო პერიოდში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების ძირითადი სახე კვლავ პატიმრობა ან გირაოა (მათ შორის, პატიმრობის უზრუნველყოფით). აღკვეთის სხვა ღონისძიებები, წინა წლების მსგავსად, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება.

სახალხო დამცველი გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ პატიმრობის პროცენტული წილი გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებებთან მიმართებით წლიდან წლამდე იკლებდა, თუმცა, კლება არც ჯამურად, და არც პროცენტულად, არსებითი არ ყოფილა.

2025 წელს, ამ კუთხით, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი მდგომარეობა და სახეზე გვაქვს არსებითად გაუარესებული მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა აღკვეთის ღონისძიებათა ჯამური რიცხვის 47.2% შეადგინა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და 47.1%-ს გაუტოლდა. 2021 წელს კლების ტენდენცია გაგრძელდა და 41.51% შეადგინა. მაჩვენებელი მცირდებოდა მომდევნო წლებშიც – 2022 წელს – 38,5%, 2023 წელს კი – 37.86%-ს გაუტოლდა, მაგრამ 2024 წელს პროცენტულმა წილმა მოიმატა და შეადგინა 41%. რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 10816 პირს, მათგან პატიმრობა შეეფარდა 5653 პირს, რაც პატიმრობის პროცენტულ წილს განსაზღვრავს 52,26%-ით, გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტს.

რაც შეეხება არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დარჩენილი 5163 აღკვეთის ღონისძიებიდან, გირაო გამოყენებული იყო 2805 პირის მიმართ (25,93%), გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით – 2297 პირის მიმართ (21,23%), ხოლო სხვა არასაპატიმრო ღონისძიება გამოყენებული იყო 61 პირის მიმართ (0,56%). საგულისხმოა, რომ გირაომ, მათ შორის, პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენებულმა, 2025 წელს გამოყენებულ სხვა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებთან მიმართებით, 98.81% შეადგინა. ამ კუთხით, ტენდენცია წლების განმავლობაში ფაქტობრივად უცვლელია, თუმცა, საგულისხმოა, რომ პროცენტული წილი წლიდან წლამდე მცირედით იზრდება, მაგალითისათვის, 2024 წელს გირაოს ხვედრითმა წილმა არასაპატიმრო ღონისძიებების 98.6% შეადგინა, იგივე მაჩვენებელი იყო 2023 წელსაც, 2022 წელს – 98%, 2021 წელს – 97.2%, 2020 წელს – 96.7%, ხოლო 2019 წელს – 96.3%,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავების ფაქტები, ასევე, პირის დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავების ოქმში შესაძლო არასწორი მონაცემების შეტანა.

„სამწუხაროდ, საანგარიშო წელს კვლავ გაგრძელდა პოლიციის მიერ მომიტინგეების ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებები. საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ შემთხვევაში, პირი, ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის გამო დააკავეს. მართალია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, და ის სახდელის სახით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, კანონის თანახმად, პოლიციას ხსენებული სამართალდარღვევისთვის პირის დაკავების უფლებამოსილება არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მხრიდან პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ ფიქსირდებოდა, ოქმში ასკ-ს 173-ე მუხლია მითითებული, თუმცა პირი რეალურად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს.

საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი პირის უკანონო და დაუსაბუთებელ დაკავებასაც, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის გარანტიებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით განხორციელდა. სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს არასრულწლოვნის განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების თაობაზე წინადადებით მიმართა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

საანგარიშო პერიოდში, ასევე გამოიკვეთა სავარაუდო უკანონო დაკავების ფაქტი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ, ბრალდებულის მიმართ, შესაძლოა, ჩადენილი ყოფილიყო სამოხელეო დანაშაული და გამოძიების დაწყების თაობაზე, წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

გენერალურ პროკურატურას, სამწუხაროდ, არ გაუზიარებია სახალხო დამცველის წინადადება, რის საფუძვლადაც, საგამოძიებო ორგანომ დაასახელა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტდა, აკმაყოფილებდა თუ არა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი გასული წლის ანგარიშებში უთითებდა, რომ 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად, შაბლონურად და თვითნებურად უხანგრძლივდებოდათ დაკავების ვადა 48 საათამდე. შესაბამისად, განზრახ უკანონო დაკავების ფაქტებზე გამოძიების დაწყების საჭიროებაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წინადადებაში მიუთითა. მსგავსი, არასწორი პრაქტიკა გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში შესწავლილ საქმეშიც. საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა შემთხვევა, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა პირის ადმინისტრაციულ დაკავებას არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული საფუძვლებით, არამედ მის მიმართ მიმდინარე ბრალდების საქმეზე მისი თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიზნით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლის წარმოქმნამდე,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაგვიდგეს სახელმწიფო გვერდით!” – “სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები აქციებს აანონსებენ
  • თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
  • რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge