Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

April 1, 2026
სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ქვეყანაში 2025 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას ასახავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ანგარიშში ის ტენდენციები და გამოწვევებია გამოკვეთილი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. ასევე, აღნიშნულია ბოლო პერიოდში მიღწეული გარკვეული პროგრესი.

ანგარიშში ზედმიწევნით არის განხილული 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას.

“დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დაუსჯელობით წახალისებულ უკანონო დაკავებებზე და პატიმრობაზე, ე.წ. ბორდერიზაციაზე, საკუთრების უფლების დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე, ეთნიკური ნიშნით დევნასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. განხილულია ასევე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეები და დევნილთა ნაწილის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხები.

ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მათ არაეფექტიან გამოძიებას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მათ შორის, საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციების საჯაროდ გამოხატვის გამო.

საუბარია პენიტენციურ დაწესებულებათა გადატვირთულობაზე, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმების ხარვეზებზე; შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც წლებია გადაუჭრელია.

კვლავ გამოწვევად რჩება თანასწორობის მდგომარეობა, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების – ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება.

ანგარიშში მიმოხილულია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სხვა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა; რწმენისა და რელიგიის თავისუფლების საკითხები.

სოციალურ საკითხთა შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ჯანმრთელობის უფლების ჭრილში, განხილულია პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემური ხარვეზები; შრომის უფლების თვალსაზრისით, შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების სათანადოდ უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტიები; წყალზე ხელმისაწვდომობისა და სოციალური საცხოვრისების სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები.

განხილულია მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვთა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს სიღარიბე, ძალადობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტურობა, სამართლებრივი დაცვის გარანტიების უგულებელყოფა.

სხვა მრავალ საკითხთა შორის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ცნობიერების ამაღლებას და ადამიანის უფლებათა სწავლებას. მიმოხილულია თავდაცვის სფეროში არსებული ვითარება, თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები.

გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სახალხო დამცველი ამზადებს რეკომენდაციებს, რომლებიც წლიურ ანგარიშებში აისახება და საქართველოს პარლამენტი შესაბამისი უწყებების მიმართ მათი შესრულების შესახებ განკარგულებას გასცემს” – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს.

ანგარიში განსახილველად ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანი ნადარეიშვილის განცხადებით, როგორც ადვოკატს, ბაჩო ახალაიას ციხეში მონახულების უფლება მისცეს
  • “კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით” – მეუფე ზენონი
  • “სოფელ წკერეში აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge