„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქ. N83-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას 22:00 საათიდან, პირველი აპრილის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხუდადოვის N1-81 (კენტებს), წყაროს, ტყეკულტურის და მანგლისის ქუჩებს.
