Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რუსეთის ეკლესია ცდილობს, მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს (პატრიარქის არჩევნებში)” – თეოლოგი

March 31, 2026
“რუსეთის ეკლესია ცდილობს, მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს (პატრიარქის არჩევნებში)” – თეოლოგი

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან არის მცდელობა, რომ მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს პატრიარქის არჩევნებში. მისი თქმით, სწორედ ამის დასტურია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაც, სადაც დასახელებულია მიტროპოლიტების – აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილის გვარები, რომ თითქოს მათ არჩევნებში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ლობირებს – აცხადებს “პირველებთან” ბარნოვი.

თეოლოგის განმარტებით, ახლა ამ დასახელებულ კანდიდატებზე დაიწყება ზეწოლა, რომ რამენაირად კანდიდატურა არ დააყენონ.

ის, რომ მეუფე შიო ატარებს არჩევნებს, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება.

“გავლენები საქართველოს ეკლესიაში სამწუხაროდ არის რუსეთის ეკლესიის და მცდელობაც, რომ მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს. ახლა დასახელება კონკრეტულად მეუფე აბრაამის და მეუფე გრიგოლის განპირობებულია იმით, რომ ეს მღვდელმთავრები ზოგადად მოიაზრებიან, როგორც პროდასავლური აზროვნების, შეხედულებების და ფასეულობების მქონე ეპისკოპოსებად და ამიტომ რუსეთი უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ეს უკვე საშიში კანდიდატებია მისთვის.

რაც უკვე საპატრიარქოდან არის ცნობილი, ეს არის მეუფე შიო, რომელიც რეალურად არის მმართველი ეკლესიის. მას ყველანაირი ბერკეტი აქვს ხელში, არა მარტო ეკლესიის მართვის, არამედ არჩევნებზე გავლენის მოხდენის, იმიტომ, რომ რეალურად ის ატარებს არჩევნებს, რაც უკვე გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება.

ის, რომ მეუფე აბრაამი უკვე 77 წლისაა, მას ჰყავს თანამოაზრეები და ალბათ ამ თანამოაზრეებიდან ვინმეს გულისხმობენ. თუნდაც მეუფე გრიგოლი ან რომელიმე ეპისკოპოსი, რომელიც პროდასავლური ღირებულებებით გამოირჩევა.

დიახ (პრევენციას შეეცადა რუსეთი), რომ (პროდასავლური ძალების განეიტრალება დაწყებულიყო) დაიწყოს ზეწოლა ამ კანდიდატებზე. ან მათ მოხსნან (კანდიდატურა) ან სხვა რამ მოხდეს ისეთი, მინიშნება სინოდის სხვა წევრებზე, რომ ესენი ჩვენთვის სასურველი კანდიდატები არ არიან”, – ამბობს გოჩა ბარნოვი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს
  • “დღეის მდგომარეობით, [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში] უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა” – ირაკლი ანთაძე
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge