ზაფხული ახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კანის დაზიანების რისკი იზრდება. სწორედ ამიტომ “მიქსმეტრონომი” წარმოგიდგენთ რჩევებს სხვადასხვა უცხოელი დერმატოლოგებისგან, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ:
SPF
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური რჩევა, არ გახვიდეთ სახლიდან მის გარეშე. ატარეთ მზისგან დამცავი კრემი. თითოეული ჩვენი ექსპერტი გვირჩევს მზისგან დამცავი კრემის ფართო სპექტრის გამოყენებას მინიმუმ SPF 30. არ დაგავიწყდეთ წაისვათ ის ხელებზე, ფეხებზე, ყურებსა და ტუჩებზე.
შეამსუბუქეთ თქვენი კანის მოვლის პროდუქცია
”ზაფხულში, მე ზოგადად პაციენტებს ვახსენებ, რომ ისევე როგორც მათი საზაფხულო გარდერობი, კანის მოვლის რუტინაც შეიძლება ცოტა უფრო მსუბუქი იყოს”, – ამბობს ამერიკელი ექსპერტი. „ზაფხულის სიცხე და ტენიანობა ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ უფრო მძიმე გამწმენდი (კრემისებრი ან ზეთის გამწმენდი) ნაზი, ქაფიანი ვარიანტის გამწმენდით.“
ზაფხულში იხმარეთ კომბინირებული პროდუქცია
ექსპერტები გვირჩევენ ზაფხულში ვიხმაროთ კომბინირებული დამატენიანებლები და მზისგან დამცავი კრემები. სქელი ფაქტურის დამატენიანებელმა შეიძლება გამოიწვიოს ფორების ჩაკეტვა, ანთება და აკნე, განსაკუთრებით თუ გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი ან ცხიმიანი კანი, კომბინირებული დამატენიანებელი/SPF დაგეხმარებათ კანის სისუფთავის შენარჩუნებაში.
ცოტატი დაატენიანეთ კანი
ზედმეტი ოფლის ფენა თქვენს სახეზე არ ითვლება დამატენიანებლად. “მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ცხელი და ნოტიოა, თქვენ მაინც გჭირდებათ დატენიანება”, – ამბობს ნავა გრინფილდი, სერთიფიცირებული დერმატოლოგი და სამედიცინო დირექტორი Schweiger Dermatology Group-ში. „მაშინაც კი, თუ კანი უკვე ცხიმიანია, გაწმენდის შემდეგ ყოველთვის გამოიყენეთ დამატენიანებელი.
ვიტამინ C
“ვიტამინი C შესანიშნავია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ზაფხულში”, – ამბობს ექსპერტი. ვიტამინი C ხელს უწყობს ჰიპერპიგმენტაციის თავიდან აცილებას და კოლაგენის წარმოებას. გამწმენდსა და დამატენიანებელს შორის წაისვით სახეზე რამდენიმე წვეთი C ვიტამინის შრატი.
არ დაგავიწყდეთ პილინგი
დერმატოლოგები ხშირად გვახსენებენ, რომ კანის ზედმეტად აქერცვლა არ უნდა მოხდეს, მაგრამ ზაფხულში პილინგი აცილებელია. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ექსპერტი გირჩევთ კანის მოვლის რუტინაში პილინგის ჩართვას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკვდარი კანის უჯრედები ყოველ დღე უნდა მოიშოროთ, მაგრამ ეცადეთ კვირაში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ ეს პროცედურა.
შეამცირეთ შხაპის მიღების დრო
ვარჯიშის, პლაჟზე გასვლის და ზაფხულის უბრალო ოფლიანობის შემდეგ ბევრი ჩვენგანი იღებს შხაპს. ექსპერტი გვირჩევს შხაპის მიღების დრო შევამციროთ დაახლოებით ოთხიდან ხუთ წუთამდე. ზედმეტმა შხაპმა ან ძალიან ცხელ წყალში შხაპის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ზედმეტად გაშრობა და ანთება.
დარწმუნდით, რომ თქვენი მაკიაჟი არაკომედოგენურია.
ყურადღებით დააკვირდით თქვენი მაკიაჟის პროდუქტების ეტიკეტებს და შეინახეთ მხოლოდ ის, რაც არაკომედოგენურია. ეს მშვენიერი სიტყვაა პროდუქტისთვის, რომელიც შედგენილია ფორების დაბლოკვის ინგრედიენტების გარეშე. ექსპერტები გვირჩევენ ზაფხულში გამოვიყენოთ ისეთი მაკიაჟი, რომელიც არ დაფარავს ჩვენს კანს. ასეთებია: უცხიმო პრაიმერი ან მსუბუქი ტონალური კრემი.
დარჩით ჩრდილში
ყველა ექსპერტი თავის პაციენტებს ურჩევენ ატარონ მზისგან დამცავი ტანსაცმელი, ფართოფარდოვანი ქუდები და მზის სათვალეები. „ჩვენ არ ველით, რომ თქვენ ჩაიცვამთ გრძელმკლავიან პერანგს სანაპიროზე ცხელ დღეებში, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ თქვენი სხეულის რაც შეიძლება მცირე ნაწილი მზის პირდაპირ სხივებს ეფიცხებოდეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ქოლგის ქვეშ ჯდომას, ზედმეტად დიდი ქუდის ტარებას ან შუადღის მზისგან თავის არიდებას.“ – ნავა გრინფილდი