შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბულმა ბრალდებულებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, თანასოფლელის – ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში, თანხის მითვისების მიზნით, ფარულად შეაღწიეს, თუმცა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს” – შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
