Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა…” – აქტივისტი მარიამ მელიქიშვილი დაკავების დეტალებზე საუბრობს

March 31, 2026
“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა…” – აქტივისტი მარიამ მელიქიშვილი დაკავების დეტალებზე საუბრობს

აქტივისტი მარიამ მელიქიშვილი დაკავების დეტალებზე საუბრობს:

“ეს იყო კინო. პოლიციის მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი, გურჯაანისკენ მიმავალი ატმის აყვავებულ ხეებს დავინახავ-მეთქი. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, უკანა გზაზე შევამჩნიე ვარდისფერი ხეები.

სასამართლოს დარბაზიდან დროებითი მოთავსების საკანში ჩამიყვანეს მანდატურებმა. ყველა დეტალის შემჩნევა და დამახსოვრება მინდოდა, რკინის ნაცრისფერი გისოსების, კარებების და პირქუში კედლების. საკნების წინ მსხდომი თანამშრომლების გამომეტყველების. როცა თვალს ვუსწორებდი მინდოდა ამომეკითხა გაკვირვება მათ სახეზე – “ამ გოგოს აქ რა უნდა” ფიქრი მზერაში.

ნივთების აღწერას და ოქმის გაჭირვებით შედგენას რომ მორჩნენ, ორი პოლიციელი ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად, ლანა სულამანიძე კევს ღეჭავდა გამალებით, დიდად არ აინტერესებდა ვის მოაკითხა, ოქმზე ხელი მოაწერა და ჩემი გეგმა, რომ მათთან კარგი ნაცნობობა შემენარჩუნებინა რამდენიმე წუთში ნაწილებად ჩამოშალა.

პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. არხეინად შევყევი, მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე, კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო. ავიჭერი, თუმცა უცებ როგორც შევძელი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ ვუთხარი უარი. ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაიწელა. (სავარაუდოდ) ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე.

ვიდგეთ მაშინ აქ ვერ წაგიყვან ისეო, ვიდგეთ-მეთქი. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მახსოვს ჩემი თავი ასეთი მტკიცე. ლანამ ისიც მითხრა აქ თუ არ გაიხდი გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო. საბოლოოდ ჩემი გავიტანე და მე და ლანამ ალეწილი სახეებით დავტოვეთ შენობა.

სასამართლოს ეზოში ოჯახი და მეგობრები მელოდებოდნენ გამამხნევა მათმა დანახვამ, თუმცა უკვე სრულიად მოშლილი ვიყავი, ენერგია გამომაცალა ჩხუბმა და გურჯაანამდე თავის ძლიერი ტკივილით ვიმგზავრე ჩემს ეკიპაჟზე გაბუტულმა.

იზოლატორში გვიან შემასახლეს, უკვე ბნელოდა. ეკა და ოლიკო ჩამოვიდნენ და გარეთ ველოდით ყველა სანამ შემიყვანდნენ. იქ კარგი ხალხი დამხვდა, თავაზიანად მიმიღეს, ყველა საჭირო პროცედურა წესების დაცვით გამატარეს და შემიძღვნენ საკანში.

პირველი რაც შევამჩნიე კარიანი ტუალეტი იყო და გამიხარდა, მაგრამ თვითონ საკნის რკინის კარი რომ მომიხურეს და ურდულიც გაჯახუნდა მანდ მივხვდი, რომ კიდევ რაღაც ახალი უნარი აღმომაჩენინა ჩემს თავში ქართული ოცნების ხელისუფლებამ.

ორ დღეში ორჯერ ვისარგებლე სეირნობის უფლებით, მაღალი კედლებით ამოყვანილ უჭერო სივრცეში. წიგნმა, თანამესაკნესთან საუბარმა და ექიმთან შევლამ გადამაგორებინა საუკუნედ გადაწელილი საათები. გურჯაანელი ბადრაგები პატივისცემით გვექცეოდნენ “სამართალდამრღვევ” გოგოებს და სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს ოჯახის წევრებთან მაინც მიიტანდნენ ამ აბსურდულ ამბავს.

გამოსვლის წუთები რომ ახლოვდებოდა და ამას ვიაზრებდი ისეთ სიხარულს ვგრძნობდი დიდი ხანია რომ არ მიგრძვნია, მაგრამ ვგრძნობდი ბრაზსაც და თანაგრძნობასაც. ახლა უკეთესად ვიცი რას გადიან რეჟიმის ტყვეები და ახლა უფრო მეტად ვარ გაბრაზებული იმ რეჟიმზე, რომელიც ღირებულებებს ფეხზე იკიდებს და კანონს სიმართლის გასაჩუმებელ ინსტრუმენტად იყენებს.

სახლში რომ მოვედი დედამ მითხრა შენს ლოგინში მეძინა ეს დღეები და შენს საღამურს ვეხუტებოდიო.
ორი დღეა ეს სიტყვები მიტრიალებს თავში” – წერს მარიამ მელიქიშვილი.

აქტივისტ მარიამ მელიქიშვილს 2-დღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომის გამო მიუსაჯეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სუს-მა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბი პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • ვრცელდება ინფორმაცია ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა – რას წერს სკოლის დირექტორი
  • 67 წლის პენსიონერ ქალს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge