თბილისში სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს – დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია.
განცხადება რამდენიმე წუთის წინ ვაჟა სირაძემ გააკეთა. ანალოგიური დანაშაულისათვის უკვე პატიმრობაში მყოფ 4 პირს დამატებითი ბრალდება ჯგუფური ძალაობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის წარედგინებათ.
“თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ცნობადობის მოხვეწის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის, ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.
მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ” – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ.
