53 წლის შემდეგ პირველად, ადამიანები კვლავ მთვარის მიმართულებით გაფრინდებიან. ამერიკის კოსმოსური სააგენტოNASA მისია Artemis II-ს ფარგლებში ამერიკელ და კანადელ ასტრონავტებს აგზავნის.
გეგმების მიხედვით, ხომალდის გაშვება აპრილის დასაწყისში იგეგმება. ოთხი ასტრონავტი მთვარის ორბიტაზე დაახლოებით 10 დღეს გაატარებს, რის შემდეგაც დედამიწაზე წყნარ ოკეანეში დაშვებით დაბრუნდება.
ბოლოს ადამიანები მთვარის მიმართულებით 1972 წელს გაფრინდნენ — მაშინ მისია Apollo 17 განხორციელდა.
