ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, რთული პერიოდი მეტისმეტად გაიწელა. საქმეები ფერხდება, ემოციური ფონი უკიდურესად იძაბება, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები კი კვლავაც არ ჩანს.
თუმცა, ასტროლოგიური სურათი იცვლება. 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ზოდიაქოს ხუთი ნიშანი დაძაბულობისა და პრობლემების დაძლევას შეძლებს. მათ ცხოვრებაში სიცხადე, გადაწყვეტილებათა სიმსუბუქე და იმის განცდა გაჩნდება, რომ ყველაფერი კვლავ სწორი მიმართულებით მიდის:
კირჩხიბი
კირჩხიბებს ემოციური გარდაქმნის გავლა მოუწევთ, თუმცა სწორედ ეს პროცესი მათ შვებას მოუტანს. ის საკითხები, რომლებიც აქამდე გაწუხებდათ, ძალას ნელ-ნელა დაკარგავს. გაზაფხულის ბოლოს იმ სიტუაციებისა თუ ადამიანების წარსულში დატოვებას შეძლებთ, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლიდათ. ამის ნაცვლად კი, შინაგანი სიმშვიდე და სამომავლო გზის მკაფიო ხედვა მოვა.
ვერძი
ვერძებისთვის ეს პერიოდი ნამდვილად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. აქტიური, თუმცა ხშირად უშედეგო მცდელობების შემდეგ, კონკრეტული შედეგები ბოლოს და ბოლოს გამოჩნდება. თქვენ იგრძნობთ, რომ ამდენი ძალისხმევა ფუჭი არ ყოფილა. საქმეები მოწესრიგდება, საკუთარი თავის რწმენა კი საგრძნობლად გაიზრდება. შვებას ვითარების მკაფიოდ აღქმისა და მასზე კონტროლის აღდგენის გზით იგრძნობთ.
სასწორი
სასწორები ცვლილებებს, პირველ რიგში, ურთიერთობების სფეროში იგრძნობენ. დაძაბული მომენტები თანდათან განეიტრალდება, დიალოგები კი უფრო მარტივი და გულწრფელი გახდება. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ყველა კითხვას პასუხს გასცემთ და სულიერ სიმსუბუქეს იგრძნობ. ჰარმონია კვლავ ბრუნდება და ეს თითოეულ წვრილმანზე აისახება…ვრცლად
