ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ვაჟთა შორის ერთეულებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ.
საბოლოოდ, ნიკა ეგაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა, მსოფლიო ჩემპიონი კი აშშ-ის სახელით გამომსვლელი ილია მალინინი გახდა, რომელმაც ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
