ხდომაზე დასმული კითხვის გამო, სავარაუდოდ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჰამბარცუმ ბაბოიანს სცემეს – ინფორმაციას რეგიონული ტელევიზია TOK TV ავრცელებს.
მათი ცნობით, გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბაბოიანმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს ჰკითხა, აღადგენს თუ არა ახალციხის საკრებულო სომხური სასაფლაოს ავარიული კედელს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ არა.
TOK TV ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაბოიანს სხდომიდან მეორე დღეს, 28 მარტს, მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიზეზი კი სწორედ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლისთვის დასმული კრიტიკული კითხვა აღმოჩნდა. ბაბოიანი თავად ცემის ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.
