ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის „ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში მომხდარ ფაქტს დეტალურად აღწერს და იხსენებს, როგორც მოკლა საკუთარი მეუღლე.
სასამართლოში ჩვენება მისცა ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის”, 25 წლის თეკლა გერსამიას დედამ, ილონა ლეჟავამ:
“სალონში ვიმყოფებოდი. თეკლამ დამირეკა ტელეფონზე, ძალიან ცუდად ისმოდა თვითონ ტელეფონშიც ხმა და თეკლაც გამართულად არ საუბრობდა, ნუცას [შვილი] ახსენებდა, ტირილის ხმაც გავიგე, მეუბნებოდა – მოდი, მოდი. რაღაც მომენტში სახელი ლუკაც ახსენა. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი დედასთან და ოჯახთან, ისეთი რაღაცების თქმა მომიწევს, რაც მათთვის კარგი მოსასმენი არ იქნება.
თეკლას მეგობარია – ეთო სიაშვილი, მისი შეყვარებული იყო ლადო, მათ სამეგობროში გაიცნო თეკლამ ლუკა, ვმეგობრობთ, ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვეხმარებიო, ასე მითხრა. აქვს პირობითი, ნასამართლევია ნარკოტიკებზე, ციხეშიც იჯდაო, ადვოკატებთან პირობითზე აქვს რაღაც პრობლემები, ისეთი არაფერიო. თეკლას რომ ვურეკავდი, ხან მითიშავდა, ხან არ მპასუხობდა. დედის გული სხვანაირად გრძნობს რაღაცებს, რაღაცები არ მომწონდა, ჩემგან გაუცხოვდა, თეკლა ისეთ ასაკში გავაჩინე, ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი გავზარდეთ. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ თეკლასთან ლუკა იყო მისული, კარის სახელური მოუნგრევია. თეკლამ მითხრა, მე მგონი, ამ ბიჭს ვუყვარვარ და ეჭვიანობის გამო კონფლიქტი მოგვივიდაო” – განაცხადა ლეჟავამ.
