რეგიონის ქვეყნების საყურადღებოდ: თუ გსურთ განვითარება და უსაფრთხოება, ნუ მისცემთ ჩვენს მტრებს უფლებას, თქვენი ტერიტორიებიდან წარმართონ ომი – ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დაწერა.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანი არ ახორციელებს პრევენციულ თავდასხმებს, მაგრამ თუ ჩვენი ინფრასტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები სამიზნედ იქცა, ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ. რეგიონის ქვეყნების საყურადღებოდ: თუ გსურთ განვითარება და უსაფრთხოება, ნუ მისცემთ ჩვენს მტრებს უფლებას, თქვენი ტერიტორიებიდან წარმართონ ომი” – წერს ირანის პრეზიდენტი.
